ორი ვალერი გელაშვილის ხელშეკრულება

საქართველოს პარლამენტიდან გამოვითხოვეთ ინფორმაცია, სად ქირაობდნენ ბინას საქართველოს პარლმენტის მე-8 მოწვევის დეპუტატები. დოკუმენტის მიხედვით, თითოეული დეპუტატისთვის ბინის დასაქირავებლად სახელმწიფო თვეში 667 ლარს იხდიდა.

პარლამენტიდან მიღებულ ინფორმაციას  ვადარებთ დეპუტატების ქონებრივ დეკლარაციებს და სამეწარმეო და ქონების რეესტრის მონაცემებს. საყურადღებო მაგალითებს ეტაპობრივად გამოვაქვეყნებთ.

საინტერესოდ მოგვეჩვენა ის ფაქტი, რომ ხაშურის მაჟორიტარ დეპუტატი ვალერი გელაშვილი ქუთაისში ბინას “შპს ევრა კონსტრუქცია”-დან 2012 წლის 21 ოქტომბრიდან, 2013 წლის პირველ სექტემბრამდე და 2014 წლის პირველი იანვრიდან 2015 წლის პირველ იანვრამდე ქირაობდა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, 2012 წელს სახელწოდებით “შპს ევრა კონსტრუქცია” ერთადერთი კომპანია იყო დარეგისტრირებული და მისი დირექოტორი დეპუტატ ვალერი გელაშვილის შვილი ვალერი გელაშვილი იყო.

საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-10 მუხლის მიხედვით,
“თანამდებობის პირს უფლება არა აქვს თავის ახლო ნათესავთან, ან მის წარმომადგენელთან, დადოს ქონებრივი გარიგება, როგორც საჯარო მოხელემ.” კანონის მიხედვით, ამ  მოთხოვნის დარღვევით დადებული გარიგება ბათილია. ვალერი გლაშვილი თვლის, რომ მას კანონი არ დაურღვევია ვინაიდან, მოქმედი კანონმდებლობით, ფიზიკური პირი იურიდიული პირის კუთვნილ ფართში უფასოდ ვერ იცხოვრებს:

 

საქართველოს პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელმა, ზურაბ მარაქველიძემ, კითხვაზე: იკვეთება თუ არა ინტერესთა კონფლიქტი ვალერი გელაშვილის მიერ ბინის დაქირავების საკითხში, გვიპასუხა, რომ სამართლებრივად ამ საკითხს ვერ შეაფასებს:

 

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ნოდარ ებანოიძის განმარტებით, კერძო კომპანიის ქონებით ფიზიკური პირი უფასოდ ვერ ისარგებლებდა:

 

კითხვაზე, თავად იქირავებდა თუ არა, როგორც დეპუტატი, ბინას კომპანიისგან, რომლის დირექტორიც საკუთარი შვილი იქნებოდა, გვიპასუხა: “ეგეთი კითხვები რომ არ გაჩნდეს…ალბათ არ ვიქირავებდი”

 

დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნესის წილი სამართავად მეუღლეს გადასცა


პირველმა ვიცეპრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შპს “რეშენალ სოლუშენსის” 10%-იანი წილი სამართავად საკუთარ მეუღლეს, ნატალია თევდორაშვილს გადასცა. ხელშეკრულება 6 ივნისს ნოტარიუს ეკატერინე ძულიაშვილთან გაფორმდა. კომპანიის დანარჩენ 90%-ს “შპს კვირის პალიტრა” ფლობს.
“რეშენალ სოლუშენსი” ფასდაკლებების ვებგვერდის, hotsale.ge-ს მფლობელი კომპანიაა.
ქუმსიშვილი თავდაპირველად “რეშენალ სოლუშენსის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო, მოგვიანებით კი 10%-იანი წილის მფლობელი გახდა. მის მიერ შევსებული ბოლო ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიხედვით, 2015 წელს მინისტრის შემოსავალი ამ კომპანიიდან 39900 ლარი იყო.
მაისში, “პოსტსკრიპტუმში” გასულ რეპორტაჟში დიმიტრი ქუმსიშვილის წარმომადგენელმა, ირაკლი ალხაზაშვილმა დაადასტურა, რომ კონსტიტუციის მიხედვით, დიმიტრი ქუმსიშვილს, როგორც მთავრობის წევრს, “რეშენალ სოლუშენსის” წილის ფლობის გამო თანამდებობრივი შეუთავსებლობა ჰქონდა. იურისტის განმარტებით, წილის გასხვისების, ან მართვაში გადაცემის უფლებას მინისტრს ყოფილი პარტნიორები არ აძლევდნენ.

რატომ სჭირდება მინისტრის ბიოგრაფიის გამოქვეყნებას ორი თვე?

ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს ვებგვერდზე მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის ბიოგრაფია მხოლოდ ორი წინადადებით არის წარმოდგენილი:

”ტარიელ ხეჩიკაშვილი დაიბადა 1970 წლის 13 თებერვალს.

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული.”

ტარიელ ხეჩკაშვილის ბიოგრაფია სამინისტროს ვებგვერდზე
ტარიელ ხეჩკაშვილის ბიოგრაფია სამინისტროს ვებგვერდზე

სამინისტროს  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს თანამშრომელმა ვეკო კვარაცხელიამ კითხვაზე, რატომ არ არის  მინისტრის ბიოგრაფია ოფიციალურ საიტზე სრულყოფილად წარმოდგენილი, გვიპასუხა:

”ამ ეტაპზე საბუთები გადის შესაბამის პროცედურებს, 30 ივნისს განთავსდება ყველაფერი საიტზე, პირადი ინფორმაცია დეკლარაციასთან ერთად. 1 ივლისი არის ბოლო ვადა და ეს ინფორმაცია საიტზე დაიდება 30 ივნისს.”

– 2 თვე სჭირდება ბიოგრაფიის გამოქვეყნებას?

– ”მოგეხსენებათ, ბატონი ტარიელი იყო ბიზნესმენი. შესაბამისად, უნდა მოხდეს საბუთების გადაფორმება, სხვადასხვა პროცედურებია, რაც უნდა გაიაროს. შესაბამისად, ჩვენც ველოდებით, რომ ყველა საბუთი იყოს მოწესრიგებული და მერე ავტვირთოთ. ამიტომ არ დავდეთ.  ეს მოკლე ინფომრაცია დავდეთ, რაც ახლა არის განთავსებული და უკვე დეტალურს განვათავსებთ 30 ივნისს დღის პირველ ნახევარში.”

შეგახსენებთ, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტროს ვაკანტურ თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტარიელ ხეჩიკაშვილი 2015 წლის 1 მაისს წარადგინა. „იბერია ბიზნეს ჯგუფის“ ერთ–ერთი მფლობელი და საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ დამფუძნებელი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრად დაინიშნა.

განახლებულმა მთავრობამ პარლამენტის ნდობა 2015 წლის 9 მაისს მოიპოვა.

 

საჯარო პირების შესახებ დამატებთი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: